ახალი ამბები
დაზიანებული ავტომობილები, მოგლეჯილი ხეები - ორი დღეა ქუთაისში სტიქიას ებრძვიან
FaceBook
ქუთაისში, თაბუკაშვილის #179-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი სრულად დაზიანებულია.
ძლიერმა ქარმა შენობას ტოლი გადააძრო. რკინის კონსტრუქციები დასახლების ირგვლივაა მიმოფანტული.



კორპუსის ბინადრებს ცხოვრება საფრთხის ქვეშ უხდებათ. ისინი ამბობენ, რომ წვიმის შემთხვევაში შენობა სრულად დაიტბორება, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"ქარმა გადახადა სახურავი სრულად. ტოლები ცვივა, არის რკინის დეტალები, კონსტრუქციები, რომლებიც ძირს იყრება და სახიფათოა, როგორც ქვეითთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს, მერიის საბინაო სამსახურსაც განცხადებით, ასევე მერს, ბატონ იოსებ ხახალეიშვილს წერილობით, რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მაგრამ ჯერჯერობით არავინ მოსულა ადგილზე. ამინდის გაუარესების შემთხვევაში, სრულად დაიტბორება საცხოვრებელი კორპუსი. აქ ცხოვრობენ მოხუცები, ბავშვები, ამიტომ ვითხოვთ დროულ დახმარებას", - განმარტავს კორპუსის მკვიდრი თენგიზ ასათიანი.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ოპოზიციურ განწყობაში ადანაშაულებს, ამიტომ სტიქიის პირისპირ მარტო არიან დარჩენილი.

"არ გვაქცევენ ყურადღებას, პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენ ხართ გაწითლებულები, ანუ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები და "ნაცებმა" დაგეხმარონო", - ამბობს მობინადრე მიხეილ გერაძე.

ძლიერმა ქარმა სახურავი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მრავალსართულიან კორპუსსაც გადახადა.



ქარის შედეგად, ქუთაისის თითქმის ყველა უბანში წაქცეულია ხეები. აღნიშნულის გამო ასათიანის ქუჩა გადაკეტილია.





აბაშიძის ქუჩაზე რკინის “ბაკი” სახურავიდან გადმოვარდა.


ფოტო: ნიკა ბურჯანაძე

ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტომობილები.

ქუთაისში, მეორე დღეა, ძლიერი ქარია. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.