ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის მერია ტენდერს თავიდან აცხადებს
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაობის გასაახლებლად მერია ტენდერს [NAT220028963] თავიდან აცხადებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამჯერად 1 101 126 ლარია.

წერეთლის ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია ამჟამად შეჩერებულია.

რეკონსტრუქცია, რომელიც გასული წლის 14 აპრილს დაიწყო, სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპს არც გასცდენია. შედეგად, ქუთაისის მერიამ მის კეთილმოწყობაზე პასუხისმგებელ კომპანიას ჯერ ჯარიმა დააკისრა, შემდეგ კი ხელშეკრულება გაწყვიტა.

ქალაქის ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის ელექტრონული ტენდერი (NAT220004003) 2022 წლის თებერვალში გამოცხადდა. რეაბილიტაციის მსურველ 7 კომპანიას შორის მერიამ სამუსიკო სკოლის შენობის კეთილმოწყობა, 1 583 866 ლარის სანაცვლოდ, შპს "მშენებელჯგუფს" ანდო. მხარეებს შორის ხელშეკრულება 11 აპრილს გაფორმდა. საბოლოო ჯამში, ქუთაისის მერიამ კომპანიას პირველადი მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისთვის 620 692 ლარი გადაუხადა.

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.