ახალი ამბები
27 დეკემბერს, ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება
FaceBook
ხვალ, 27 დეკემბერს, ქუთაისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ იმსჯელებენ.

ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, 12:00 საათზე დაიწყება.

"ჩვენ ხვალ გვექნება ბიუჯეტის საჯარო განხილვა უნივერსიტეტში და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება, გამოხატოს თავისი პოზიცია, დააფიქსიროს მოსაზრება. ამავდროულად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჯაროობის მაქსიმალური დაცვით ბიუჯეტის პროექტი წარვუდგინოთ მოქალაქეებს, გავაცნოთ ის პრიორიტეტები, რომელიც ბიუჯეტის პროექტშია ასახული. ჩვენ შეგვიძლია ნათლად აღვნიშნოთ ის, რომ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოციალურ-ჯანდაცვითი, ინფრასტრუქტურის, ახალგაზრდული და კულტურული პოლიტიკის მიმართულებით (მაშინ როდესაც უკვე გვაქვს სტრატეგიის დოკუმენტი და პოლიტიკის დოკუმენტი) ბიუჯეტში არის ასახული ციფრები და მათი ფისკალური რესურსი არის გაზრდილი"-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.

ქუთაისის ბიუჯეტს, 28 დეკემბერს, საკრებულოს 2022 წლის ბოლო სხდომაზე დაამტკიცებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.