ახალი ამბები
დღეს, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებული პროცესი დღეს გაიმართება.
სასამართლო სხდომა, რომელიც წინა პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, 22 დეკემბრისთვის გადაიდო, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, დღეს მაინც მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების ან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა.

როგორც ცნობილია, წინა პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჩართვაზე უარი თქვა. როგორც აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზის განმარტებისას აღნიშნა, „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რის გამოც მსჯავრდებული სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ უზრუნველყოფდა.

სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე იმ უცხოელი სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა იგეგმება, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადებაში იყვნენ ჩართულნი.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
15:28 / 16.08.2026

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.