პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრისთვის გადაიდო
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო.
სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“,- განმარტა მოსამართლემ.

21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომის გადადების შუამდგომლობა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა დააყენა. სამსახური მოითხოვდა, პროცესი 1 თვით გადადებულიყო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განმარტებით, სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.

გიორგი არევაძის განმარტებით, მტკიცებულებების გაცნობას ერთი თვე არ სჭირდება, მით უმეტეს, რომ დიდი ნაწილი წაღებულია პენიტენციური სამსახურიდან და ზოგ შემთხვევაში მეორდება. სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, თავის მხრივ, დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარეს გადაეცეს სააკაშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში (საავადმყოფოების ჩათვლით) ყოფნისას გაკეთებული ყველა ვიდეო-ჩანაწერი.

მოსამართლემ შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პენიტენციურ სამსახურს დაავალა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, 2021-წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით სამსახურში დაცული ვიდეომასალა გადასცეს დაცვის მხარეს.

დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ თქვა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და
სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
12:54 / 15.09.2025
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
12:47 / 15.09.2025
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.