ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულებით ფრენები ემატება
FaceBook
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ფრენები 5 ახალი მიმართულებით დაიწყება.
უწყების ცნობით, ეს მიმართულებებია - ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი.

„ჩვენ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ, რის შედეგადაც Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს. Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის, ჯამურად, „ვიზეარი“ ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად
მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ავტომაგისტრალებზე ახალი საგზაო
ნიშნები დამონტაჟდა, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის
მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.
11:30 / 21.12.2025
მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ავტომაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.
ქუთაისის საჯარო სკოლებში საშობაო არდადეგები 30 დეკემბრიდან
დაიწყება.
10:29 / 19.12.2025
ქუთაისის საჯარო სკოლებში საშობაო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.