ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში „ბუზების“საპრემიერო ჩვენება გაიმართება
FaceBook
26 ნოემბერს ლადო მესხიშვილის თეატრში რეზი ქაროსანიძის სადიპლომო სპექტაკლის „ბუზების“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება.

რეზი ქაროსანიძე, რომელმაც მაყურებელი ოცამდე როლით დაამახსოვრა თავი, რეჟისორის ამპლუაში გაეცნობა მაყურებელს. 

ჟან პოლ სარტრის პიესა "ბუზები" ორესტეს ცნობილი ისტორიას წარმოადგენს. რომელიც საყოველთაო სამართლიანობის აღდგენის სურვილით, მის მშობლიურ ქალაქში, არგოსში ბრუნდება და ელექტრას შთაგონებით, აგამემნონის მკვლელებზე - კლიტემნესტრასა და ეგისთეზე შურს იძიებს.

ავტორს სპექტაკლზე მუშაობა პანდემიის დროს მოუწია, მძიმე რეგულაციების პირობებში. რამაც გარკვეული ცვლილებები და შტრიხები შეიტანა სპექტაკლში. 

მიუხედავად ამისა მსახიობმა რეზი ქაროსანოიძემ რეჟისორის ამპლუაში შეძლო თეატრში თავისი ხელწერის შექმნა. 

"მთავარი, რატომაც მომინდა მსახიობობიდან რეჟისურაზე გადასვლა, ეს იყო დაგროვილი პროტესტები სხვის სამყაროში ცხოვრების გამო, რომელიც არ პასუხობდა არაფერ სამოქალაქოს. მე ვთვლი, რომ თეატრი ძალიან სამოქალაქო განწყობისაა. ის აუცილებლად უნდა ლაპარაკობდეს მოქალაქეზე და მოქალაქეობრივ ფასეულობებზე. თუ ეს გამოვაცალეთ, ვფიქრობ, თეატრს არაფერი არ რჩება. ფუნქციას კარგავს. ამბობენ, რომ თეატრი და კულტურა პოლიტიკური არაა, არადა თეატრი პირდაპირ პოლიტიკაა. თეატრი პოლიტიკის გარეშე არ არსებობს. თეატრს უნდა ჰქონდეს დამოკიდებულება მოქალაქეობრივი ვალდებულებების მიმართ", -აღნიშნა რეზი ქაროსანძემ. 

სპექტაკლი 26 ნოემბერს 19 საათზე გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.