ახალი ამბები
"გამოწვევებზე ადექვატური პასუხისთვის ეფექტური იარაღი განათლებული ჯარისკაცია"
FaceBook
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა,  პროექტის "ლექციები ჯარში" ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ სამხეროებისთვის ჩატარებული ლექციები შეაჯამეს.



"თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე გამოწვევებზე ადექვატური პასუხისთვის ყველაზე ეფექტური იარაღი არის განათლებული ჯარისკაცი. რამდენადაც დღეს მხოლოდ თანამდეროვე აღჭურვილობა და შეიარაღება არ არის ყველაზე მთავარი. მთავარია, განათლებული ჯარისკაცი, რომელიც ცდილობს საფუძველშივე აიცილოს თავიდან კონფლიქტი და წინსწრებად მოხდეს მისი პრევენცია. ამ გზაზე, ვფიქრობთ, რომ ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს", - განაცხადა თავდაცვის სამინიტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მოლიდინმა ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ვიზიტისას.

ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა,  პროექტის "ლექციები ჯარში" ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ სამხეროებისთვის ჩატარებული ლექციები შეაჯამეს.

პროექტის ფარგლებში, გასულ წელს დასავლეთის ოპერატიული სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების 150-მა სამხედრო მოსამსახურემ საბრძოლო ხელოვნებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე და საბრძოლო სტრატეგიაზე ლექციები მოისმინეს.

პროექტში ამ დროისთვის ჩართულნი არიან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი.

პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, მიზნად ისახვს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების ცოდნის დონის ამაღლებას.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.