ახალი ამბები
„გამოკითხულთა უმეტესობა იშვიათად ამოწმებს ინფორმაციას“ - MDF-ს კვლევა მედიაწიგნიერებაზე
FaceBook
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) გამოაქვეყნა "მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის აღქმების კვლევა", რომლის მიზანი მედიის მოხმარების ჩვევებისა და მოსახლეობის დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობის შესწავლა იყო.

ანგარიში იკვლევს, მედიის მოხმარების ჩვევებს, ყალბი ინფორმაციის გადამოწმების უნარებს, ისე დეზინფორმაციის აღქმებს ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია, საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ჯანმრთელობა.

კვლევის ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქიდან (ახალქალაქი, ბათუმი, გარდაბანი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, და ქუთაისი) 140 რესპონდენტი სექტემბრის თვეში გამოიკითხა.

რესპონდენტების უმრავლესობამ ინფორმაციის მთავარ წყაროდ სოციალური მედია დაასახელა, რომელსაც ტელევიზია მოსდევს. თუმცა, სანდოობის მხრივ, გამოკითხულები უპირატესობას ტელევიზიას ანიჭებენ. ამასთანავე, სოციალური მედიის მიმართ ნდობა უფროსი ასაკის ჯგუფში (55+) უფრო დაბალია, ვიდრე ახალგაზრდებში (18-35).

კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა იშვიათად ან არასდროს ამოწმებს ინფორმაციას, მათი წილი კი, ვინც მუდმივად ამოწმებს, გამოკითხულთა 30%-ზე ოდნავ მეტია.

ინფორმაციის არგადამოწმების მიზეზად ყველაზე ხშირად რესპონდენტებმა დროის დეფიციტი დაასახელეს. ხოლო მათ, ვინც ინფორმაციას მუდმივად ან იშვიათად ამოწმებს, აღნიშნეს, რომ ყველაზე ხშირად ავტორის და წყაროს სანდოობას ამოწმებდნენ.

ამასთანავე, ახალგაზრდა (18-35) და საშუალო ასაკის (36-55) ასაკობრივი ჯგუფები წყაროს სანდოობას უფრო ხშირად ამოწმებენ, ვიდრე უფროსი ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტები, ისევე როგორც ვიზუალურ მანიპულაციას, რაც გარკვეული ტექნიკების ცოდნასა და უნარებს მოითხოვს.

გამოკითხულთა დაახლოებით 40%-ს ფეისბუქზე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის მიერ ყალბად მონიშნული პოსტი შეხვედრია, მათმა უმრავლესობამ (76,6%) განაცხადა, რომ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის სტატიის გაცნობის შემდეგ, პოსტი აღარ გააზიარა, მხოლოდ მცირედმა ნაწილმა განაცხადა, რომ სტატია არაარგუმენტირებულად ჩათვალა ან პოსტის ავტორებს მეტად ენდობოდა და ამიტომ ის მაინც გააზიარა.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რესპონდენტთა უმრავლესობამ ყალბად მიიჩნია მტკიცება იმის შესახებ, რომ ომი უკრაინამ დაიწყო; რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად სპეცოპერაციას ახორციელებს და რომ რუსეთი უკრაინაში ომს იგებს.
გამოკითხულთა ნაწილმა, მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული ახალქალაქიდან, სადაც ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე მიღების პრობლემა წლებია არსებობს, სარწმუნოდ მიიჩნია ბევრი ის დეზინფორმაცია უკრაინაში ომის თაობაზე, რომელსაც კრემლის პროპაგანდა მიზანმიმართულად ავრცელებს.

საქართველოსთან მიმართებით გავრცელებული დეზინფორმაციებიდან რესპონდენტებმა ყველაზე ხშირად იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის საფრთხე დაასახელეს, რაც დასავლეთში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდებოდა.

2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებაც ერთ-ერთი დომინანტი დეზინფორმაციული გზავნილი იყო, რომელიც რესპოდენდენტებმა გაიხსენეს, თუმცა ახალქალაქში, უკრაინის მსგავსად, რამდენიმე რესპონდენტმა განსხვავებული პოზიცია გამოხატა და როგორც სამაჩაბლოში, ასევე აფხაზეთში ომის პროვიცირება, ასევე მსხვერპლის გაყალბება საქართველოს დააბრალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #MDF #კვლევა
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სადაც სოციალური შემწეობის მიმღები,
დღეის მდგომარეობით, 10 382 ადამიანია, მერიამ ბიუჯეტში
მათთვის განსაზღვრული თანხა ორი წელია ვერ აითვისა.
13:40 / 07.12.2022
ქუთაისში, სადაც სოციალური შემწეობის მიმღები, დღეის მდგომარეობით, 10 382 ადამიანია, მერიამ ბიუჯეტში მათთვის განსაზღვრული თანხა ორი წელია ვერ აითვისა.
ქუთაისის მერის მოადგილისა და შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ 
ხელმძღვანელის პოსტები კვლავ ვაკანტურია.
14:17 / 06.12.2022
ქუთაისის მერის მოადგილისა და შპს „სატრანსპორტო კომპანიის“  ხელმძღვანელის პოსტები კვლავ ვაკანტურია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.