ახალი ამბები
დაუსუფთავებელი ქუჩები და გადავსებეული სანაგვე ურნები - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
დანაგვიანებული ქუჩები, გადავსებული  და გაურეცხავი ურნები - ამ  საკითხებზე იყო საუბარი ქუთაისში,  საინიციატივო  ჯგუფის "როდემდეს?!" მიერ მოწყობილ დისკუსიაში.

"როდემდე?!"  ახალგაზრდებით  დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფია, რომელიც ქალაქში  დასუფთავების  და სანიაღვრე ქსელთან დაკავშირებულ  პრობლემებზე მუშაობს. 

საინიციატივო ჯგუფის მიერ  ორგანიზებულ  შეხვედრაში  მოქალაქეები, ჟურნალისტები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

საინიციატივო ჯგუფის  წევრებმა პრეზენტაციის სახით ის ქუჩები წარმოადგინეს, სადაც   ჯერ კიდევ გამოწვევაა  დასუფთავების საკითხი. 


"წარმოგიდგენთ 17 ლოკაციას, რომელთაგან 7 ლოკაცია კვირაში მხოლოდ ერთხელ სუფთავდება, სამი ლოკაცია მხოლოდ ორჯერ და ორი ლოკაცია სამჯერ. მოსახლეობა ამბობს, რომ ის ადგილები, საიდანაც კვირაში 7-ჯერ ხდება  ნარჩენების გატანა , მაინც დგას დასუფთავების პრობლემა. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ  გათვალისწინებული "მუშაობა" ამ მიმართულებით საკმარისი არ არის", - განაცხადეს  "როდემდეს?!" წევრებმა. 

მათი თქმით, პრობლემის მოგვარები ერთ-ერთი საშუალება  ქალაქში ურნების დამატება და  ნარჩენების გატანის ინტერვალის შემცირება შეიძლება იყოს. 

"არის ადგილები, სადაც  ურნების დადგმა შეიძლება, ეს კი რეალურად შეამცირებს  ქუჩებში დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების საკითხს", - აღნიშნეს შეხვედრაზე. 

დისკუსიაში მონაწილე ააიპ ,,სპეციალური სერვისების'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ხელმძღვანელმა გიორგი  მჟავანაძემ განმარტა, რომ ქალაქს "ურნების ქალაქად" არ გადააქცევენ, რადგან, ხშირ  შემთხვევაშიც მოქალაქეების მხრიდან ამ მიმართულებით ნაკლები თვითშეგნებაც იწვევს დასუფთავების პრობლემას. 

"ქალაქში 1441  სანაგვე ურნა და კიდევ დამატება შეუძლებელია, რადგან  ქალაქს  ურნების ქალაქად ვერ გადავაქცევთ. ამის გარდაც, ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული  და ასევე, ყველგან  ყველაფერს ვერ დავდგამთ, არის შემთხვევები როდესაც თავად მოქალაქეებსაც არ უნდათ თავიანთი სახლის თუ მაღაზიის წინ  ნაგვის ურნების  განთავსება", -   აღნიშნა  გიორგი მჟავანაძემ.  მისი თქმით, ის არ თვლის, რომ  ქალაქში დასუფთავების მხრივ სავალალო ვითარებაა.  მისი თქმით, ქალაქს  ყოველდღიურად დასუფთავების 18 ერთეული მანქანა ემსახურება, სადაც 360 ადამიანია დასაქმებული. 

"ქუთაისს დასუფთავების სერვისის მიწოდება არ შეფერხებია. არ უარვყოფ, შეიძლება სერვისი მეტად დაიხვეწოს, მაგრამ ამას დამატებითი ფინანსური რესურსი სჭირდება. იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც ქალაქს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით უდგას, გამოსავალი ნარჩენების სეპარირება იქნებოდა. აქ არის საკითხები, რომელსაც მარტო დასუფთავების სამსახური ვერ გადაწყვეტს და კომპლექსურად უნდა განვახორციელოთ, მოხდება ამ ყველაფრის დაანგარიშება და ვიმუშავებთ, რომ ქალაქს გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ". 


საინიციატივო ჯგუფმა ასევე, ისაუბრა იმ სახელფასო დანამატებზე და  ხარჯებზე, რომელსაც  ბიუჯეტიდან "სპეციალური სერვისების" წარმომადგენლები" იღებენ.

მათი მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, 2021 წელს ააიპ სპეციალურ სერვისებში 374 381 ლარის ოდენობით /დანამატი/ჯილდო გაიცა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 236 369 ლარით მეტია. 2021 წელს კომენდანტის საათი 6 თვის განმავლობაში - იანვრიდან ივნისამდე მოქმედებდა და ასევე დაწესებული იყო სხვა რიგი შეზღუდვები, მიუხედავად ამისა ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში 2020 წელთან შედარებით 236 369 ლარით მეტი პრემია/დანამატი/ ჯილდო გაიცა. 2022 წლის პირველ 9 თვეში (პირველი იანვრიდან 11 სექტემბერის ჩათვლით) ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში უკვე გაცემულია 118 105 ლარი.

ააიპ "სპეციალური სერვისების" მიმდინარე წლის ბიუჯეტი 5 მილიონ  262 500 ლარს შეადგენს. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.