ახალი ამბები
რა შემთხვევაში შეუძლიათ პირებს თხილის სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება
FaceBook
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ ფიზიკურ პირებს თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედებულ სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შამუგიამ განაცხადა, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ფართობი აქვს, თითოეულ ჰექტარზე 500 ლარის დახმარებას მიიღებს. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული თანხა აგრობარათებზე ქულების სახით დაერიცხებათ.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, დავეხმარებით სექტორს და ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც სარგებლობს 0,2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ფართობით, აქვს საკუთრებაში, ან სარგებლობაში, ჩვენ მივცემთ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელთაც ისინი აგრობარათების, ქულების სახით მიიღებენ და შეძლებენ სხვადასხვა საქონლის შესასყიდად გამოყენებას, რომელიც თხილის მოვლისთვისაა საჭირო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს თხილის მოსავლის რაოდენობის ზრდას და ასევე, ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ 3 ჰა-დან ზემოთ თხილის ფართობის მქონე ფერმერებისთვისაც გავაკეთებთ გარკვეულ შეღავათებს და მათ მივცემთ საშუალებას, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებებით და დავუფინანსებთ, დაახლოებით, 8%-ის ფარგლებში სესხის პროცენტს.

ვფიქრობთ, ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი თხილის მოსავლის მიღებას. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პროცესი წარიმართება შემდეგნაირად: ჩვენ აღვრიცხავთ თხილის ყველა მოსარგებლეს, შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, ჩვენ გავაკეთებთ და შევაგროვებთ მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც გვექნება სრული ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილს ფლობს ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ასევე ჯიშებზე გვექნება ინფორმაცია, რაც შემდეგში შესაბამისი ანალიზის გაკეთების და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მოგვცემს თხილის სექტორის მხადრაჭერისთვის“, - განაცხადა შამუგიამ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.