ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება
FaceBook
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნულისთვის პირველ ეტაპზე, 20 მლნ ლარია გამოყოფილი.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე არის ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ სახეზეა. ამასთან, წელსაც, მაინც და მაინც კარგი მოსავალი არ იყო, ხარისხი შედარებით გაუარესებული იყო, ამას ემატება ისიც, რომ მოთხოვნა შემცირებულია და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერები და ფიზიკური პირები.

პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის, პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარს გამოვყოფთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სექტორშია ჩართული და განსაკუთრებით, სამეგრელოში, ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული ამ სექტორში და მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. ისე, როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ.

სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ რთველი წარმატებით დასრულდა. დაახლოებით, 250 მლნ ლარი შევიდა კახეთის რეგიონში. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, წარმატებით ჩაატარა რთველი და ყველა იმ უწყებას, რომელიც ამ პროცესში ჩართული იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.