ახალი ამბები
ქალაქის ცენტრში, ქუთაისში დაბადებული, პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლი გაიხსნა
FaceBook
ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა.

ძეგლის გახსნას ესწრებოდნენ  პოლონეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ვანდა ზვინოგროდსკა, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინ პოლონეთის ქალაქ ტორუნში გაიხსნა წარმოშობით ქუთაისელის და პოლონეთში მოღვაწე ქართველის, ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედანი.

ვლადისლავ რაჩკევიჩიც ქუთაისში დაიბადა. ოჯახი 1900 წლიდან საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა. სწორედ იქ გაწევრიანდა ვლადისლავი პოლონეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და მთელი ცხოვრება იბრძოდა პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის.

გერმანელების მიერ დასავლეთ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ, 1939 წლის სექტემბერში გაიქცა პარიზში. 1939–1947 წწ. იყო პოლონეთის მთავრობის პრეზიდენტი დევნილობაში. გარდაიცვალა 1947 წელს რიტინში (დიდი ბრიტანეთი).
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.