ახალი ამბები
რაჭაში ახალი ეროვნული პარკი შეიქმნება
FaceBook
საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, მთავრობის ინიციატივით, ორი კანონპროექტი - "ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ" და  "რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" მომზადდა.

აღნიშნულის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო იუწყება. 

პარლამენტმა "ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი 76 ხმით, ხოლო "რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" 85 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.

სააგენტოს ინფორმაციით დღეისათვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 800 000 ჰექტარს შეადგენს და ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 12%-ია, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია კიდევ 100 000 ჰექტრით დაცული ტერიტორიების ზრდა.

ნუგზარ ზაზანაშვილი სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების გაგრძელებაზე იქმნება და ჯამში, 13 ათას ჰექტარ ფართობს მოიცავს. ეს არის პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია, რომელიც აღიარებული მეცნიერის, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელს უკავშირდება, აღნიშნულია სააგენტოს ფეისბუკგვერდზე.

სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიის შექმნა ქურციკების პოპულარიზაციის აღდგენას შეუწყობს ხელს და დაცული ტერიტორიების რეჟიმს გაავრცელებს იმ ფართობებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნებით არის გამორჩეული.

რაჭის დაცულ ტერიტორიებს რაც შეეხება, სააგენტოს ცნობით,  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 894 ჰექტარ ფართობზე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნება.

დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.