ახალი ამბები
რიკოთის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა წლის ბოლოს გაიხსნება
FaceBook
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები 51-ვე გვირაბზე მიმდინარეობს. მათ შორის, 34 გვირაბი უკვე გაჭრილია, საიდანაც 3 ექსპლუატაციაშია შესული. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 90 ხიდზეც, საიდანაც 40 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

ამასთან, რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 51.6 კმ-მდე სიგრძის, 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა. ახლად გახსნილი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს.

"რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე, ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება. რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება. რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება. ამასთან, ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე, ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სივრცე, სადაც ახლო სოფლების მოსახლეობა თავიანთი ნაწარმის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში შეძლებს. კერძოდ, სავაჭრო მოედნები მოეწყობა შემდეგ ლოკაციებზე: სურამი, შროშა და ზესტაფონი.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
გზების დეპარტამენტი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.