ახალი ამბები
"საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის"
FaceBook
საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების მიხედვით - ინფორმაცია გამშვებ პუნქტებზე გროვდება, ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირთან მიმართებით,
- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლის შემთხვევაში უშვებენ თუ არა ყველა მსურველს და ამ დროს გათვალისწინებულია თუ არა საფრთხეები სახელმწიფოს მხრიდან.

ხუციშვილის განმარტებით, საქართველოში რუსეთიდან შემომსვლელთა მსურველების გაზრდილი ნაკადების გამო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აქტიურად და მეტი დატვირთვით მუშაობენ.

„საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რაც დადგენილია - შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება ხდება გამშვებ პუნქტებზე, შესაბამისი ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართებით. ამ მიმართულებით თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მუშაობს ძალიან აქტიურად. გაზრდილ ნაკადებთან დაკავშირებით უწყებები მუშაობენ უფრო მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს აქამდე ხორციელდებოდა. გაიზარდა დატვირთვა ყველა იმ უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელი არის როგორც უსაფრთხოებაზე, ისე ფისკალურ წესრიგზე.

შემოსავლების სამსახური საბაჟო, დეპარტამენტი დეპარტამენტი მუშაობს ნამდვილად განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში. ამ სიტუაციაში ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულების, ისე შემომსვლელ ფიზიკური პირთა რაოდენობის კუთხით. ამ კუთხით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე გამსვლელთა რაოდენობა, შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხის მონიტორინგი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის 24 076-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ამავე წლის ივლისში. სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში რუსეთის 260 810 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ივლისში -236 734 მოქალაქე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ნაციონალური მოძრაობის
14:51 / 24.04.2024
ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.