ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო ქართული მხატვრული მინისერიალების შესაქმნელად კონკურსს აცხადებს
FaceBook
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ, კინოცენტრის ხელმძღვანელმა, კახა სიხარულიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კონკურსი პროცედურის პირველი ეტაპია. ის დღეს გამოცხადდა და სცენარის შექმნასა და განვითარებას ისახავს მიზნად. მეორე ეტაპი კი გულისხმობს პირველი ეტაპის შედეგად შექმნილი სცენარების მიხედვით კინოწარმოების დაფინანსებას 2023 წლის დასაწყისიდან.

„საკონკურსო პირობების მიხედვით, მინისერიალის თემატიკა უნდა ეხებოდეს: საქართველოს უახლეს ისტორიას (XX-XXI საუკუნე), ქართული სპორტის ისტორიას ან ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსი ცხადდება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 სერიიანი ფილმისათვის. თითოეული ეპიზოდის (სერიის) ხანგრძლივობა დაახლოებით 45-60 წუთი უნდა იყოს.

საუკეთესო სცენარის შესაქმნელად გამოიყოფა მაქსიმუმ 50 000 ლარი. ერთი ეპიზოდის (სერიის) ბიუჯეტი მაქსიმუმ 10 000 ლარია.

უშუალოდ მინისერიალის წარმოებისათვის კი, 2023 წელს, დაფინანსების სახით გამოყოფილი იქნება მინიმუმ 500 000 და მაქსიმუმ 1 000 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროდიუსერს, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. წარმოების დაფინანსების მიზნით, 2023 წელს, აუცილებელი იქნება, რომ პროექტში მონაწილეებმა, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოადგინონ ტელევიზიისაგან ან დისტრიბუტორისაგან (კინოდარბაზი, ციფრული პლატფორმა) ფინანსური თანამონაწილეობის ან/და თანამშრომლობის დასტური.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 26 სექტემბრიდან 2022 წლის 21 ოქტომბრის 17:00 საათამდე. საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის“ (Cinamatography Management System – CMS) საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www. gnfc.ge, სადაც ასევე განთავსებულია ვიდეო გზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ)

ეროვნული კინოცენტრი დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებს“, - აცხადებენ სამინისტროში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სადაც სოციალური შემწეობის მიმღები,
დღეის მდგომარეობით, 10 382 ადამიანია, მერიამ ბიუჯეტში
მათთვის განსაზღვრული თანხა ორი წელია ვერ აითვისა.
13:40 / 07.12.2022
ქუთაისში, სადაც სოციალური შემწეობის მიმღები, დღეის მდგომარეობით, 10 382 ადამიანია, მერიამ ბიუჯეტში მათთვის განსაზღვრული თანხა ორი წელია ვერ აითვისა.
ქუთაისის მერის მოადგილისა და შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ 
ხელმძღვანელის პოსტები კვლავ ვაკანტურია.
14:17 / 06.12.2022
ქუთაისის მერის მოადგილისა და შპს „სატრანსპორტო კომპანიის“  ხელმძღვანელის პოსტები კვლავ ვაკანტურია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.