ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წელს საწარმოო პროცესი 181 კაფე-ბარს და რესტორანს შეუჩერა
FaceBook
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს საწარმოო პროცესი 181 საზოგადოებრივ კვების ობიექტს (კაფე-ბარები, რესტორნები) შეუჩერა. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 1155 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა.

სეს-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ძირითადად ისეთი დარღვევები დაფიქსირდა, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია და კონდენსატის დაგროვება.

„2022 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში (კაფე-ბარები, რესტორნები) 3428 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. გამოვლინდა 1155 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მათ შორის, საწარმოო პროცესის შეჩერების 181 შემთხვევა.

დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღევევა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია, კონდენსატის დაგროვება“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ipn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.