ახალი ამბები
რა ვითარებაა უკრაინაში ომის 208-ე დღეს
FaceBook
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ხარკოვში ღამის იერიშენის გამო ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა, ოლქის გუბერნატორის თქმით, საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ღამის განმავლობაში შეწყვეტილი იყო დონეცკის სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზარალდა. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს.

ქვეყანაში არსებული ვითარება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვისას შეაჯამა, უკვე წარმატებული კონტრშეტევების შედეგებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რუსი ოკუპანტებისგან ყველა ქალაქის გათავისუფლებისთვის ემზადება.

„იზიუმი, ბალაკლია, კუპიანსკი და ხარკოვის რეგიონი მთლიანად არის ქალაქები და თემები, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ. ეს სიტყვები ნათქვამია და ყველგან ისმის. მარიუპოლი, მელიტოპოლი და ხერსონი – ასევე ჟღერს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად და ხმამაღლა გაჟღერდება, როდესაც მათ გავათავისუფლებთ. დონეცკი, გორლოვკა და ლუგანსკი – ესენიც გაჟღერდება. ჯანკოი, ევპატორია, იალტა – ესინიც. ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვისაზე.

ისმის მხოლოდ ჩვენი სიტყვები, უკრაინული სიტყვები. ყოველ დილით, ყოველდღე, ყოველ საღამოს, ყოველ ღამე – ბოლო 207 დღის განმავლობაში. ალბათ ახლა ზოგიერთ თქვენგანს ეჩვენება, რომ გამარჯვებების სერიის შემდეგ რაღაც სიმშვიდე გვაქვს. მაგრამ ეს სიმშვიდე არ არის. ეს არის მომზადება შემდეგი რიგისთვის, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვების მომდევნო სერიისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვისმინოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.