ახალი ამბები
მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებას გეგმავს
FaceBook
მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღებას გეგმავს.
ამის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, დღეს სრულად მოხდა სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასევე ხორციელდება სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანები. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ ავტოსადგურების ნაცვლად მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.

ამასთან, სამთავრობო გეგმაში ნათქვამია, რომ ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.

„აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ავტოსადგურების სერტიფიცირებას, მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებას. (მგზავრობის უსაფრთხოების, მგზავრის მიმართ გადამზიდველის პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისთვის დადგენილია სანებართვო პირობები, წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტების ნუსხა, მოქმედების ვადები).

საავტომობილო გადაყვანა გადაზიდვის სფეროში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით ამჟამად სხვა სანებართვო საქმიანობის სახეებთან ერთად გათვალისწინებულია - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა.

აღნიშნულის შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი განსაზღვრავს 4 სახის ნებართვას, როგორებიცაა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.

კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება აღნიშნული ნებართვის სახეები და სანებართვო საქმიანობის სახეებად განისაზღვრება ზოგადად - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებით ხდება ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული თუ არარეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულარული გადაზიდვა,“- ნათქვამია სამთავრობო გეგმაში.

bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.