ახალი ამბები
გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების შეტევა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს
FaceBook
სლავიანსკის, ბახმუტის, ავდიივკისა და კრამატორსკის მიმართულებებით უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმები შეაჩერეს და აიძულეს უკან დაეხია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით რუსებმა ველიკა კომიშუვახას, ბრაზევკას, ზალიმანის, ვერნოპოლიეს, მაზანოვკასა და ბოგოროდიჩნის ახლოს საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა ტიხოცკოე - დოლინას მიმართულებით შტურმი განახორციელეს, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა, დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს.

"კრამატორსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ის აქტიურად იყენებს ავიაციას. დაბომბვა დაფიქსირდა ბელოგოროვკას, გრიგოროვკას, სტაროდუბოვკას, ვესელოეს, ფედოროვკასა და სევერსკის მახლობლად", - აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ არტილერიიდან და ტანკებიდან დაბომბა ტორეცკის, ბახმუტის, ბელოგოროვკას, კურდიუმოვკას, ვასილიევკას, ზაიცევოსა და ჟელეზნის ახლომდებარე ტერიტორიები. საჰაერო დარტყმები განახორციელა სოლედარის დასახლების მიდამოში.

ოკუპანტებმა სოლედარის და კოდემას მიმართულებებით შეტევითი ბრძოლები განახორციელეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს.

„ავდიივკას მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა სერებრიანის, კრასნოგოროვკას, ოპიტნის, პერვომაისკის, ნოვობახმუტოვკასა და მარინკას მახლობლად. ამასთან მტერმა კრასნოგოროვკასთან ავიადარტყმა განახორციელა. ტაქტიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად ოკუპანტებმა შეტევითი ბრძოლები ჩაატარეს პესოკისა და პერვომაისკის მიმართულებებით. მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.