ახალი ამბები
დღეს პარლამენტში, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება
FaceBook
ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლები ანტიკორუფციულ თემებზე იმსჯელებენ.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, შეხვედრაზე პოზიციებს შეაჯერებენ და არგუმენტირებული საკითხები კანონპროექტშიც აისახება.

ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა მოითხოვეს. იდეის ავტორები ამბობენ, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი კონსენსუსით უნდა შეირჩეს და დეპუტატთა 2/3-ის ხმებით დამტკიცდეს.

სამუშაო ჯგუფის წევრები ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ მეტ კონკრეტულობასა და არგუმენტს დღევანდელ შეხვედრაზე ელოდებიან. „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფის წევრებს კორუფციასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება შესთავაზა. შესთავაზა ისიც, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო არაერთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, დღესვე გაიმართება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაც. იმსჯელებენ საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე. მხარეები წინა შეხვედრის შემდეგ გამოტანილ დასკვნებს განიხილავენ, რის შემდეგადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სახის ცვლილებებს შეიტანენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, საპარლამენტო კონტროლის კუთხით.




Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #პარლამენტი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.