კვლევის თანახმად:
მიმდინარე წლის მარტში, აპრილში,
მაისში და ივნისში საქართველოში 6,400-მდე რუსული კომპანია
დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ
მეტია. საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული
კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების
შემდეგ დარეგისტრირდა;
მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების
93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას
მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში
საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს
ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ,
მარტი-ივნისში კი ექსპორტი 16%-ით არის შემცირებული, რაც
ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის კლებამ
განაპირობა;
ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი
დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ
დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო;
2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან
იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი
საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის
მაქსიმუმია;
ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან
ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა -
280%-ით (118 მლნ აშშ დოლარით). ელექტროენერგიის იმპორტი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 23 მლნ აშშ
დოლარი შეადგინა;
იმპორტის ზრდის მიუხედავად, რუსულ
ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3.5%
უჭირავს. 8%-მდეა რუსეთის წილი ბუნებრივი
აირის შიდა მოხმარებაშიც
კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და
ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება. 2022
წლის იანვარ-ივნისში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი
საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 95% იყო;
2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების
შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247
ათასი ვიზიტორი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის
იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა
მაინც 3-ჯერ ნაკლებია. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების
წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც
2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა;
2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთიდან
საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი
შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი
მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია,
რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს;
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების
მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება
უნდა იყოს.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები