ახალი ამბები
ქუთაისის მერია უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმის გამოწერას იწყებს
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა დაწესდება.

საკითხი საკრებულოს 27 ივლისის სხდომაზე დამტკიცდა. გადაწყვეტილების მიხედვით, მგზავრს, რომელსაც ბილეთი არ ექნება, ან გადახდის ბარათს ელექტრონულ მოწყობილობაზე არ გაატარებს, კონტროლიორი 20 ლარიან ჯარიმას გამოუწერს.

ქუთაისის მერია დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის გამკაცრებაზე, თუმცა, ფრაგმენტული მონიტორინგის პირობებში, მოქალაქეების ნაწილი ღირებულებას კვლავ არ იხდის.

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ორნაირი სისტემა მოქმედებს. მგზავრებს საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათით ან საკასო აპარატის საშუალებით შეუძლიათ. ელექტრონული ბარათით გადახდა შესაძლებელია სპეციალურ მოწყობილობაზე მისი მოთავსებით, ხოლო საკასო აპარატში თანხის ჩაგდების შემთხვევაში მოწყობილობა ბილეთს მოგცემთ. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთ ლარიანი, 50, 20 და 10 თეთრიანი მონეტებით. გასათვალისწინებელია, რომ აპარატი ხურდას არ აბრუნებს.

ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.