ახალი ამბები
"რუსეთის არმიაში სრული პანიკაა" - მიხაილო პოდოლიაკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ჯარში პანიკაზე საუბრობს.

მისი თქმით, ამერიკულმა "ჰაიმარსებმა" მტრის არმიაში სრული დაბნეულობა გამოიწვია.

"რუსეთის არმიამ, როგორც კი ჩვენი "ჰაიმარსები" გამოჩნდა, პანიკა დაიწყო. რატომ? თავდასხმის ქვეშაა ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალები, თავდასხმის ქვეშაა ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები. ეს ყველაფერი იწვევს რუსი ოკუპანტების პანიკას. ამ ყველაფერს გრძნობენ ადგილზე მყოფი ადამიანები. მათ ესმით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება",
- თქვა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა ბრძოლაა და რუსეთთან დიპლომატია არ ჭრის.

"მხოლოდ შეიარაღებული საშუალებებით. არავითარი დიპლომატია, არავითარი მინსკის ახალი ფორმატები არ დაგვეხმარება. ეს არის მთავარი და ეს უნდა გავიგოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ სამხედრო საშუალებებით დავამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არც ლეგალური, არც დეფაქტო, არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს ამ ტერიტორიებზე გავლენის მოსახდენად", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

უკრაინაში 149 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.