ახალი ამბები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მიმართ დამატებით სანქციებზე იმსჯელებენ
FaceBook
ბრიუსელში, დღეს, რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებზე იმსჯელებენ.

ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. დიპლომატები იმსჯელებენ რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვაზე. საუბარი, შესაძლოა შეეხოს სანქცირებული რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებასაც. ევროპარლამენტარები სანქციების 2023 წლამდე გახანგრძლივებას ითხოვენ.

„ვთავაზობთ, გამკაცრდეს ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ და ისინი გახანგრძლივდეს 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის გადახდა“,
- აღნიშნულია ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

„ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენი სამიზნე კვლავ პუტინი და კრემლთან დაახლოებული პირები არიან. საბჭოს ასევე წარვუდგენ წინადადებებს სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის შეტანის შესახებ, მათი აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის შეზღუდვის შესაძლებლობით“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს უკრაინაში ომის გამო არაერთი სანქცია დაუწესეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #უკრაინა #ომი
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.