უკრაინიდან, ევროპის ქვეყნებში, ომს
გაქცეული უკრაინელების თითქმის ნახევარი სამშობლოში
დაბრუნდა.
ევროკომისარის შინაგან საქმეთა
საკითხებში ილვა იოჰანსონმას ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან
უკრაინაში 3 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა.
"ჩვენი მონაცემებით, 6.7
მილიონი უკრაინელი შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში და დაახლოებით, 3
მილიონი უკვე დაბრუნდა. დროებითი დაცვა 3.7 მილიონმა უკრაინელმა
მოითხოვა", - განაცხადა იოჰანსონმა.
მისი თქმით, ყველაზე მეტი
უკრაინელი, მასპინძელი ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილთა
რაოდენობის გათვალისწინებით, ჩეხეთში ჩავიდა. მეორე ადგილზეა
პოლონეთი, მესამეზე ესტონეთი, მეოთხეზე ლიეტუვა, მეხუთეზე ბულგარეთი,
მეექვსე კი ლატვია.
მასალის გამოყენების პირობები