ახალი ამბები
ამორტიზებული დარბაზის გამო ქუთაისის #17 სპორტსკოლაში ვარჯიშები შეწყდა
FaceBook
ჭიდაობის დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მერია უახლოეს მომავალში 50 000 ლარის ღირებულების ტენდერს გამოაცხადებს.


ქუთაისის #17 სპორტსკოლის ჭიდაობის დარბაზი ამორტიზებულია, რის გამოც ვარჯიშები შეწყვეტილია. ჭიდაობის დარბაზი ქალაქის მერმა დაათვალიერა და განმარტა, რომ  დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. ქალაქის პირველი პირის განმარტებით, დარბაზში საშხაპეები და საუნა მოეწყობა.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქალაქში  სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას ხელი შევუწყოთ. კარგი შედეგები გვაქვს ჭიდაობის მიმართულებით. შარშან რამდენიმე სპორტული დარბაზი გავარემონტეთ, წელსაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები,"- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის #17 სპორტსკოლის ჭიდაობის დარბაზი 150-მდე ადამიანზეა გათვლილი.

ჭიდაობის დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მერია უახლოეს მომავალში 50 000 ლარის ღირებულების ტენდერს გამოაცხადებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე
იასპარეზებს.
10:49 / 11.12.2024
ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.
16:15 / 10.12.2024
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.