ახალი ამბები
ყოფილი სანატორიუმები და სასტუმრო - რას ყიდის ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბოში 14 მსხვილი ობიექტი იყიდება.

ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 13 ყოფილი სანატორიუმის და ერთი ყოფილი სასტუმროს შენობა გაიტანა. ობიექტების ჯამური ღირებულება 47 007 300 ლარს შეადგენს.

გასასხვისებელ ობიექტებს შორის, ყველაზე ძვირადღირებული ყოფილი სანატორიუმის "უშიშროების" შენობაა, რომლის ფართი 6 686. 16 კვ. მ-ს შეადგენს. აუქციონზე მისი გასაყიდი ფასი 8 470 000 ლარია, სადაც შენობის ახალმა მფლობელმა 25 410 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ობიექტების სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ.

წყალტუბოს აღორძინების პირობა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2019 წელს დადო. ამის შესახებ მან განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ქართუ ფონდი" სანატორიუმებს შეისყიდდა, წყალტუბოს განვითარების პროექტს კი შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია „KohL&Partners“ შეიმუშავებდა.

გეგმის ფარგლებში , წყალტუბოში დამატებით უნდა აშენებულიყო ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. ჯამში, ამ ინვესტიციით ქალაქში 15 000 - 20 000 ადამიანის დასაქმება იყო დაანონსებული.

წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მორიგ ჯერზე პრემიერმა დააანონსა. 5 ივლისს, იმერეთში ვიზიტად მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტში კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფოც ჩაერთვება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ნაციონალური მოძრაობის
14:51 / 24.04.2024
ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.