ახალი ამბები
აუქციონზე გატანილი ქუთაისის "პრესის სახლი" არ გაიყიდა
FaceBook
ქუთაისში, "პრესის სახლის" შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა, არ გაიყიდა.

ობიექტის შეძენით არავინ დაინტერესდა. სამინისტრო შენობას მასში სასტუმროს მოწყობის პირობით ასხვისებდა. აუქციონზე მისი ფასი 3 210 000 ლარი იყო. "პრესის სახლში" სხვადასხვა წელს რამდენიმე მედია ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. შენობაში ახლა ადგილობრივი ტელევიზია და რამდენიმე მცირე საწარმო მუშაობს.

ქუთაისში მდებარე 3 210 000 ლარად შეფასებული ქონება, ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ საინვესტიციოდ გაამზადა. ჯამში, სააგენტო ქუთაისში 22 სახელმწიფო ქონებას ყიდდა, თუმცა, გამოცხადებული აუქციონებიდან ერთის გარდა ყველა ჩაიშალა. სააგენტომ ერთადერთი ქონება - 34695 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაყიდა ნიკეას ქუჩაზე. არ გაიყიდა არც ყველაზე ძვირად, 10 055 000 ლარად შეფასებული ყოფილი საკონსერვო ქარხანა. ჩაიშალა სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონები წყალტუბოსა და ხონში.

ქუთაისსა და მის შემოგარენში, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 24 ქონება ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორებისთვის გაამზადა. სამინისტროს გათვლით, სარეალიზაციოდ გატანილი ობიექტების ადგილზე ერთი სასტუმრო, 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური და 9 სამრეწველო-სასაწყობე სივრცე უნდა მოწყობილიყო. ობიექტების ჯამური ფასი 43 746 250 ლარს შეადგენდა.

გასაყიდი ობიექტების ნუსხაში მოიაზრებდა ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის მერიასაც, რომელიც ისე შეაფასა 16 039 000 ლარად, რომ მის გასხვისებაზე ქუთაისის საკრებულოს თანხმობა არ არსებობს. შესაბამისად, მერიის ადმინისტრაციული შენობა საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტების ჩამონათვალიდან აუქციონზე ვერ მოხვდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.