ახალი ამბები
წყალტუბოს, ივანიშვილის ნაცვლად, კერძო სექტორი და სახელმწიფო "ააღორძინებს"
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს აღორძინების გეგმა წარადგინა.

პრეზენტაცია წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მედეასთან" გაიმართა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს უმნიშვნელოვანესი კურორტის განახლება კერძო სექტორის დახმარებით დააანონსა და თქვა, რომ ამ პროცესში სახელმწიფოც ჩაერთვება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წყალტუბოში არსებული 15-მდე მიტოვებული სანატორიუმის აღსადგენად 500 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

"გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის მდიდარ კურორტად. ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება, დაახლოებით 50 მილიონი ლარია და ჩვენი მოლოდინია ის, რომ დაახლოებით 500 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი, ისეთი როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში",
- განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ამ პროცესში შემაფერხებელი იყო წყალტუბოს უნიკალური წყლის კერძო საკუთრებაში არსებობა. რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ გამოისყიდა ეს რესურსი და ახლა ის ქვეყნის საკუთრებას წარმოადგენს, რაც მასში ინვესტიციის ჩადების საშუალებას იძლევა.

"სწორედ ამას ელოდებოდა ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, რომელიც დაინტერესებული არის წყალტუბოს განვითარებით. მეორე საკითხი იყო გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმაც არის დასრულებული", - თქვა პრემიერმა.

მისი თქმით, 2019 წელს წყალტუბოს 25 000 ვიზიტორი ეწვია, რაც მთავრობის ვარაუდით, რამდენიმე წელში გაათმაგდება.

წყალტუბოს აღორძინებას ჯერ კიდევ სამი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი სახსრებით აპირებდა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი წყალტუბოელებს ამორტიზებული სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვას პირდებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის ივანიშვილმა მაშინ შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანიაც "KohL&Partners" დაასახელა, რომელსაც მისი თქმით, წყალტუბოს აღორძინების გეგმა უკვე შემუშავებული ჰქონდა. სამი წლის შემდეგ კი ირკვევა, რომ უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის განახლებაში, კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფოს ფულიც დაიხარჯება.



ამავე თემაზე:

"წყალტუბო გახდება გამორჩეული კურორტი" - "ქართული ოცნების" მორიგი წინასაარჩევნო დაპირება

წყალტუბო დაპირებული "აღორძინებიდან" ერთი წლის შემდეგ

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს სანატორიუმებს ყიდულობს








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.