ახალი ამბები
"ეს იქნება საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება" - ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრი აშენდება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება.

მშენებლობის დაწყების პროცესს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება საქართველოში, რომელიც მოემსახურება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, არამედ, რეგიონის ყველა მცხოვრებს, ვისაც ამის საჭიროება ექნება.

"ჩვენ ვიწყებთ ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას. ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი. საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწყებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე, რეგიონის მცხოვრებლებისთვის",
- განაცხადა პრემიერმა.

ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე იმყოფებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც. მისი თქმით, ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში იმუშავებს ორი ციკლოტრონი, რომლებიც საქართველოსთვის უკვე შექმნა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატის მწარმოებელმა კომპანია ABA-მა და ისინი მალე ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში.

"ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე ციკლოტრონი მთლიანად დაეთმობა სამეცნიერო კვლევით პროცესს. სულ მალე ეს ციკლოტრონები საქართველოში იქნება", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა 1 მილიარდიანი პროექტია, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.