ახალი ამბები
"ევროკავშირი მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცეა" - საინფორმაციო კამპანია ქუთაისში
FaceBook
სამოქალაქო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომდგენლები, ქვეყნის მასშტაბით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ და მოქალაქეებს იმ სიკეთეებზე ესაუბრებიან, რაც ევროკავშირს მოაქვს.

კამპანიის ფარგლებში, დღეს, ქუთაისში მოქალაქეებს სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები შეხვდნენ და ესაუბრნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება.

"მოსახლეობას ვესაუბრებით რა სიკეთეები მოჰყვება ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის მაღალი პენსიები, მაღალი ანაზღაურება, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება, უფრო მდიდარი საქართველო და რაც მთავარია, მშვიდობა. ევროკავშირი მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცეა",
- ამბობს ისტორიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი გია ჯაფარიძე.

"დღეს ამ ევროპულ ქალაქში ჩამოვედი და ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, არ უნდა უკეთესი მომავალი. ხალხი გამსჭვალულია ევროპული იდეით, ამიტომ მჯერა, 3 ივლისის აქციაზე ბევრნი ვიქნებით და ხელისუფლებას ჩვენს ხმას მივაწვდენთ", - თქვა ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა ეკა მიშველაძემ.

საინფორმაციო კამპანიაში ადგილობრივი აქტივისტებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც მოქალაქეებს ევროკავშირის შესახებ ბროშურები დაურიგეს.

რამდენიმე დღეა მოძრაობის ,,შინ ევროპისკენ"" წევრები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დადიან და მოსახლეობას ევროკავშირის სიკეთეებზე ესაუბრებიან.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო. საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 6 თვეში უნდა შეასრულოს 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ გასცა.


ნახეთ რა პირობებს უყენებს ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.