ახალი ამბები
"40-მდე საჯარო მოხელე "გაბრაზებული მოქალაქის" როლში ხელს გვიშლიდა ბუკლეტების დარიგებაში"
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერიის 40-მდე თანამშრომელმა, რომლებიც მოქალაქეების როლს თამაშობდნენ, ოპოზიციის ლიდერებს ევროპული არჩევანის შესახებ ბუკლეტების დარიგებაში ხელი შეუშალეს.

შუშანიამ დღეს ის საჯარო მოხელეები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, 28 ივნისს, ნიკეას დასახლებაში, ბუკლეტების დარიგების დროს ორგანიზებულად მოქმედებდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ამ პროცესების უკან ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი დგას. "ქართული ოცნება" კი პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად, ევროკავშირის გზაზე საბოტაჟს აწყობს.

"ვარიგებდით ბუკლეტებს "ევროპა ჩვენი არჩევანია" და ვუხსნიდით მოსახლეობას რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპულ ოჯახში შესვლა. ქუთაისის მერის ორგანიზებით, ნიკეაზე დაგვხვდა 40-მდე ადამიანი, საჯარო მოხელეები, რომლებიც ასრულებდნენ ვითომ გაბრაზებული მოქალაქეების როლს. სინამდვილეში, ეს ადამიანები იყვნენ კეთილმოწყობის სამსახურის, ზედამხედველობის აიპის, ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულისა და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები. პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად, ისინი გადასული არიან პროცესის საბოტაჟზე"
, - აცხადებს გიგა შუშანია.

მისი თქმით, იგივე ადამიანებმა. ასევე მოქალაქის როლში, ასეთივე პროცესს ხელი შეუშალეს ავანგარდის დასახლებაშიც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
11:29 / 15.06.2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.