ახალი ამბები
ომი 2022 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს - ზელენსკი G7-ის ლიდერებს
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი სურვილია რუსეთის მიერ დაწყებული ომი  2022 წლის ბოლომდე დასრულდეს.

ინფორმაციას Sky News-ზე დაყრდნობით „უნიანი“ ავრცელებს.

ბერლინში G7-ის სამიტზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა  მადლობა გადაუხადა G7 ქვეყნებს თავდაცვისა და ფინანსური დახმარებისთვის რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და აღნიშნა, რომ ომი ზამთრამდე უნდა დასრულდეს.

"ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია G7 ქვეყნების თანმიმდევრული პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. ისინი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, კერძოდ აგრესორის მიერ ექსპორტირებული ნავთობის ფასის შეზღუდვით", - დასძინა მან.

Reuters-ის ცნობით G7 სამიტზე გამოსვლისას ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერა ითხოვა შემდეგი მიმართულებით:

საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფა;

უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ;

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები;

დახმარება მარცვლეულის ექსპორტში;

დახმარება ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ G7-ის ქვეყნები აპირებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას უკრაინაში შეჭრის გამო.

კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს დახუროს წვდომა ამერიკულ ტექნოლოგიებზე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციას.

უკრაინაში 124 დღეა ომია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.