ახალი ამბები
დღეიდან ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერი ვიზიტორებისთვის ღიაა
FaceBook
სათაფლია, ოკაცეს ჩანჩქერი და კანიონი ვიზიტორებისთვის ღიაა. 

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

23 ივნისს მეტეოროლოგიური პრობლემების გამო ვიზიტორებისთვის  სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, მარტვილისა და ოკაცეს კანიონები დაკეტილი იყო.

24 და 25 ივნისს სათაფლიამ, პრომეთეს მღვიმემ და მარტვილის კანიონმა ვიზიტორების მიღება დაიწყო. 

დღეიდან, 27 ივნისიდან, ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერიც ვიზიტორებისთვის ღიაა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო საათების ცვლილებასაც იუწყება.

22 ივნისიდან საქართველოს 5 დაცულ ტერიტორიაზე სამუშაო საათები იცვლება:

მარტვილის კანიონი - 10:00 – 19:00

პრომეთეს მღვიმე - 10:00 – 19:00

სათაფლია - 10:00 – 19:00

ნავენახევის მღვიმე - 10:00 – 19:00

ოკაცეს კანიონი - 10:00 – 18:30

2014 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში
გამოფენა
15:12 / 29.11.2022
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა "კლასელები" გაიხსნა.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის
დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება
სავალდებულო იქნება.
13:46 / 29.11.2022
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.