ახალი ამბები
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო ოთხი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
FaceBook
ტყიბულში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ასევე ქალაქის ცენტრალური და მომიჯნავე ქუჩები დატბორა.
სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა  სოფელი ცუცხვათი, ორპირი, გელათი და კურსები. ადგილობრივები ამბობენ, რომ კურსებში ოთხი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა, რის გამოც  ისინი  მაშველებმა გამოიყვანეს.  

ტყიბულის მერის დავით ჩერქეზიშვილის თქმით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.




,,სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, გაიხსნა ჩაკეტილი გზები, სოფელ კურსებში მოხდა ოთხივე ადამიანის ევაკუაცია და უსაფრთხოდ არიან. საბედნიეროდ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ გვაქვს მსხვერპლი და დილიდანვე გაგრძელდება სამუშაოები, ასევე, დაიწყება სტიქიით გამოწვეული ზარალის დათვლა'',- განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.



გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც იმერეთის მასშტაბით რამდენიმე სოფელი დაზარალდა.

ფოტო: ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.