ახალი ამბები
ქუთაისის მერია წაგებაზე მომუშავე სატრანსპორტო კომპანიას დაფინანსებას უზრდის
FaceBook
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია, რომლის წლიური ბიუჯეტი 3 700 000 ლარია, დამატებით კიდევ 700 000 ლარს მიიღებს.

შპს-ს, რომელსაც არათუ შემოსავალი შეაქვს ბიუჯეტში, არამედ საკუთარ თავსაც ვერ ინახავს, მერიამ დაფინანსება გაუზარდა. საუბარია 60 ავტობუსზე, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სესხით იყიდა. გარდა იმისა, რომ ქუთაისის მოსახლეობას ამისთვის 23 მილიონიანი ვალის გადახდა საკუთარი ჯიბიდან უწევს, ასევე იძულებულია ყოველწლიურად მილიონობით ლარის ხარჯი აანაზღაუროს მხოლოდ იმიტომ, რომ მერიამ თავის დროზე ტექნიკურად გაუმართავი ავტობუსები იყიდა და მგზავრობის თანხის გადახდის ეფექტურ კონტროლსაც ვერ ახერხებს.

მერიამ რომ ქალაქში ხარვეზიანი ავტობუსები შემოიყვანა, ამას მოწმობს აუდიტის დასკვნა, სადაც წერია, რომ კომპანიას ავტობუსების შეკეთება 900-ზე მეტჯერ დასჭირდა.

ქუთაისის მერია შპს -სთვის დამატებითი თანხის გამოყოფას ქალაქში კიდევ 10 ახალი ავტობუსის შემოყვანით ხსნის, თუმცა, "ქუთაისიპოსტმა"  ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შეისწავლა კომპანიის ხარჯები და შემოსავლები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომპანიას თანხა არც მაშინ ჰყოფნიდა.


გასულ წელს, მხოლოდ საწვავს, 120 მძღოლისა და ადმინისტრაციის 33 თანამშრომლის ხელფასს 3 727 337 ლარი მოხმარდა, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე შპს–ს ბიუჯეტით აქვს განსაზღვრული. დახარჯული თანხის კომპენსირებას მერია სწორედ მგზავრობის თანხის გადახდიდან მიღებული შემოსავლით უნდა ახდენდეს, საბოლოოდ კი, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, სულ მცირე, საკუთარი ხარჯების ანაზღაურება უნდა შეძლოს. ერთწლიანი მუშაობის შედეგები კი გვაჩვენებს, რომ კომპანია ორჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე იღებს და მისი შემოსავლით საწვავის ხარჯსაც ვერ ისტუმრებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.