ახალი ამბები
უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს
FaceBook
უკრაინა 1 ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

მისი თქმით, ოკუპანტ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის დაწესება მინისტრთა კაბინეტს თავად შესთავაზა.

"ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპრეცედენტო მუქარების საპასუხო ქმედებების ფარგლებში, მინისტრთა კაბინეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლის რეჟიმის საკითხის განხილვა შევთავაზე. მინისტრთა კაბინეტის მიერ დაგეგმილი გადაწყვეტილების შესაბამისად, 2022 წლის 1 ივლისიდან, უკრაინა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აამოქმედებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში 115 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #უკრიანა
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.