ახალი ამბები
"მისი ადგილი იქ არ არის" - ქუთაისის მერი ვასილ კიკვიძის ძეგლზე
FaceBook
ქუთაისის მერიამ ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი გადაწყვიტა.

როგორც ირკვევა, მისი აღება იმ სკვერის რეკონსტრუქციის დროს მოხდება, რომელშიც მონუმენტი დგას და რომელიც მის სახელს ატარებს.

ქალაქის  მერი ამბობს, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა იმაზე, თუ რისი ან ვისი ხილვა სურთ ქუთაისელებს წითელარმიელი რევოლუციონერის ნაცვლად.

"მისი ადგილი იქ არ არის. დავიწყებთ მსჯელობას საზოგადოებასთან, თუ რა წარმოუდგენიათ მის ნაცვლად. ძეგლს, რა თქმა უნდა, არ გადავაგდებთ, მისი ადგილი კომუნისტური სიმბოლიკების ეზოშია", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისი თქმით, კიკვიძის ძეგლის ადგილზე, ერთ-ერთ ვერსიად ეროვნული მოძრაობის მონუმენტის მოწყობა განიხილება.

ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. სამი წლის წინ მერიამ ამ საკითხზე გამოკითხვაც კი ჩაატარა. მაშინ, ძეგლის ადგილზე, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მონუმენტის ჩამოსხმა იგეგმებოდა, თუმცა, საბოლოოდ ეს იდეა არ განხორციელდა.

ვასილ კიკვიძე 1895 წელს ქუთაისში დაიბადა. იგი ახალგაზრდა ასაკიდანვე ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, 1917 წელს კი სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ბოლშევიკური რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი ვასილ კიკვიძე, 1917-1918 წლებში მონაწილეობდა უკრაინის განმათავისუფლებელი ბრძოლის წინააღმდეგ წარმოებულ შეტაკებებში. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უშუალოდ იყო ჩართული უკრაინის ქალაქ ჟიტომირის აღებაში, რომელიც ქუთაისის დაძმობილებული ქალაქია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.