ახალი ამბები
ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა
FaceBook
ქუთაისში არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტების შესახებ პრეზენტაციას დედაქალაქმა უმასპინძლა.

ქუთაისის მერი და გუბერნატორი, საკუთარი ქალაქის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ინვესტორებისთვის გასაცნობად დაგეგმილ ღონისძიებაზე, თბილისში ჩავიდნენ. თვითმმართველის სტატუსის მქონე ქალაქის ხელისუფლება იმასაც ვერ ახერხებს, რომ ქალაქის შესაძლებლობების შესახებ ბიზნესს ადგილზე ესაუბროს. უფრო მეტიც, ქუთაისის მერიას, ღონისძიება, რომელზეც ქალაქსა და მის შემოგარენში არსებული 25 უძრავი ქონების გასხვისების საკითხს განიხილავდნენ, არც კი დაუორგანიზებია, ქალაქისა და მხარის პირველი პირები კი პრეზენტაციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ.

მათ მაგივრად ღონისძიება ქონების ეროვნულმა სააგენტომ, USAID-თან ერთად დააორგანიზა. პრეზენტაციაზე ინვესტორებს ქუთაისსა და მის მიმდებარედ არსებული 25 საინვესტიციოდ მიმზიდველი ქონება შესთავაზეს. მათ შორის, სააგენტომ დაინტერესებულ პირებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობა წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე ქალაქის ბალანსზეა და არ წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას.
ქუთაისის მერიაში არც ის იციან სად გააგრძელებენ მუშაობას შენობის გაყიდვის შემთხვევაში. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე ალტერნატიული ადგილი, სადაც, შესაძლოა მერია, საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია განთავსდეს. ერთ-ერთი ვერსიით, მერია და საკრებულო, შესაძლოა კონტროლის პალატის, ხოლო გუბერნია - საგზაო დეპარტამენტის შენობაში გადავიდეს. ერთ-ერთ ალტერნატივად მოიაზრება წინა მთავრობის მიერ აშენებული მთავრობის სახლის ყოფილი შენობაც, თუმცა, ამ შემთხვევაში შემაფერხებელი მიზეზი მისი მდგრადობაა. არსებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში მოუვლელი და მიტოვებული შენობა ექსპერტიზას საჭიროებს. მერიის ადმინისტრაციული შენობის გასხვისების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების ახალ სამუშაო სივრცედ, ასევე მოიაზრება პროკურატურის ყოფილი შენობა.

რა ბედი ეწევა მერიის შენობას და რა იქნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ახალი მისამართი, ამ გადაწყვეტილებას ქუთაისის მერი კვლავ ცენტრალური ხელისუფლებისგან ელოდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.