ახალი ამბები
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
FaceBook
საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

უწყების ცნობით, შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.

,,განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა 2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას'', - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე (N20-ში) მდებარე საავადმყოფოში,
ნარკომანიით დაავადებულ პირებს უმკურნალებენ.
14:15 / 12.12.2025
ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე (N20-ში) მდებარე საავადმყოფოში, ნარკომანიით დაავადებულ პირებს უმკურნალებენ.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან
ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.
11:28 / 12.12.2025
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.