ახალი ამბები
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინას _ ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას.
რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ეს სტატუსი ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე დაიმსახურა.

„ჯერ დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას.

რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსი მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30- წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე.

ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ, დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც, ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს.

თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, თანამოქალაქეებს ავუხსნით ყველაფერს დეტალურად რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“,- განაცხადა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო
დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.
13:58 / 14.10.2024
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.
შუქრუთელების უწყვეტი აქციის 7 თვის თავზე და შიმშილობის 43-ე დღეს,
პროცესებში, სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩაერთო.
11:01 / 14.10.2024
შუქრუთელების უწყვეტი აქციის 7 თვის თავზე და შიმშილობის 43-ე დღეს, პროცესებში, სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩაერთო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.