ახალი ამბები
ოკუპანტების მიერ ბელორუსში გადაყვანილი უკრაინელი მოზარდი სახლში დააბრუნეს
FaceBook
14 წლის უკრაინელი სერჰი, რომლის შესახებაც ოჯახს ერთი თვის განმავლობაში ინფორმაცია არ ჰქონდა, იპოვეს და ტყვეობიდან დააბრუნეს. 

სერჰი სოროკოპუდი უკრაინაში, ჩერნიგოვის მახლობლად მდებარე სოფელ იაგიდნეში და-ძმასთან და მშობლებთან ერთად მშვიდად ცხოვრობდა,  ვიდრე 24 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყეს სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. 

ომის პირველ დღეებში სოფელი მშფოთვარე მოლოდინში ცხოვრობდა. ახლომახლო უფრო და უფრო მეტი აფეთქების ხმა ისმოდა, შემდეგ კი დასახლებაში რუსი სამხედროები შევიდნენ.

მათ სოფლის მცხოვრებლები სკოლის სარდაფში ჩაყარეს  და 350-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80-მდე ბავშვი, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყავდათ გამოკეტილი. ​

ამ სარდაფში უწევდათ ყოფნა სერჰის, მის უფროს დას ალინას და მის პატარა შვილს, სერჰის ავადმყოფ დედას, მამას და უმცროს ძმას. 

სერჰის მამა ვიქტორ სოროკოპუდი იხსენებს, რომ სახლში იყო, როცა მასთან რუსი არასლავი ჯარისკაცები (ტუვინები თუ ბურიატები) შეიჭრნენ. ტელეფონს ეძებდნენ, მერე ავტომატების მუქარით სახლიდან გაიყვანეს და გაქცევა უბრძანეს.  თუმცა მამაკაცმა შენიშნა, რომ სკოლის მეორე სართულზე სნაიპერი იჯდა. რომელიც სწორედ მის გაქცევას ელოდებოდა, ამიტომ არ დაემორჩილა ჯარისკაცის ბრძანებას. ვიქტორი წაიყვანეს და სხვებთან ერთად სარდაფში გამოკეტეს. 

ოკუპანტები  სარდაფში დატყვევებულ  ადამიანებს  "ცოცხალ ფარად" იყენებდნენ.

ადგილობრივები ყოველ ჯერზე სიკვდილის წინაშე იდგნენ, როდესაც სახლში საჭმლის მოსატანად ან ცხოველების გამოსაკვებად მიდიოდნენ. სარდაფში ისხდნენ თუ შენობის ეზოში ისინი მუდმივად ავტომატის სამიზნეები იყვნენ, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეეძლო მათი მოკვლა.

დახვრიტეს კიდეც თანასოფლელების თვალწინ ორი მოხუცი.

ერთადერთი რაც ადამიანებს აძლებინებდათ ერთმანეთის მხარდაჭერა იყო. სარდაფში ყოფნისას ყველა თანასოფლელი ერთ ოჯახად გრძნობდა თავს. ერთმანეთს უყოფდნენ, რაც ჰქონდათ და ერთამენთზე ზრუნავდნენ. ამან გადაარჩინა ისინი როგორც ფიზიკურ, ასევე მორალურ განადგურებას. 

იაგიდნის მცხოვრებლებს არაფერზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. სამაგიეროდ, ოკუპანტები მუდმივად დეზინფორმაციას აწვდიდნენ ხალხს და ამბობდნენ, რომ მათ უკვე "დაიპყრეს უკრაინის მთელი მარცხენა სანაპირო, აიღეს კიევი", რომ ორ დღეში "აიღეს ჩერნიგოვი" და ა.შ.

ერთადერთი რაც გარედან ესმოდათ აფეთქებების ხმა იყო. სერჰი ერთ-ერთ ასეთ აფეთქებაში მოყვა სკოლის ეზოში. იმ დღეს ოკუპანტებმა იაგიდნის მცხოვრებლებს სარდაფიდან ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს და აფეთქებაც მაშინ მოხდა.

"მისკენ გავიქეცი - პირიდან სისხლი სდიოდა, თავბრუ ეხვეოდა, არაფერი ესმოდა, მაგრამ მოძრაობა შეეძლო. მეზობელი დამეხმარა სამედიცინო ცენტრში გადაყვანაში, რომელსაც რუსები აკონტროლებდნენ. ნამსხვრევის ფრაგმენტი ფილტვებში ჰქონდა მოხვედრილი",
– იხსენებს სერჰის და ალინა.

ბიჭს პირველადი დახმარება გაუწიეს, ანესთეზია - ინექცია და წვეთოვანი, მაგრამ ღამის გასათევად სარდაფში გაგზავნეს, რომლის პირობებიც დაჭრილებისთვის შეუფერებელი იყო. დილით ბავშვს მთლიანად სისხლში გაჟღენთილს გაეღვიძა... ამის შემდეგ ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ ბიჭის ადგილზე დახმარება შეუძლებელი იყო და ის საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. თავიდან დაჰპირდნენ, რომ დას ძმასთან გაყოლის უფლებას მისცემდნენ. მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს.

14 მარტს 14 წლის ბიჭი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. როგორც ამბობდნენ რუსეთში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სოფელ ვიშნევეში, ბოლოს  კი - ბელორუსში.

ბიჭი პირველად აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში უახლოესი ადამიანების მხარდაჭერისა და კონტაქტის გარეშე.

სერჰი ჯერ გომელის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ბავშვთა საავადმყოფოში. იქ უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მოზარდს ორი ნეკნი მოტეხილი ჰქონდა და ფილტვებიც დაზიანებული.

ოჯახს სერჰიზე ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა. მანამ სანამ სოციალურ ქსელებში არ გაჩნდა განცხადება, რომ გომელში მყოფი უკრაინელი მოზარდი ნათესავებს ეძებდა. ეს განცხადება გაავრცელა ექთანმა, რომელიც ზრუნავდა სერჰიზე. მოზარდი ამბობს, რომ ბელარუსში ნორმალურად მკურნალობდნენ. ადგილობრივმა მოხალისეებმა მოინახულეს, მიუტანეს  საჭირო ნივთები, პროდუქტები. ერთ-ერთი ექიმი უკრაინელი იყო და ისიც დაეხმარა.

სერჰის მშობლებმა ამ განცხადების ნახვა მას შემდეგ მოახერხეს, რაც სოფელი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა. ჩერნიგოვის პოლიციამ დახმარება გაუწია ოჯახს შვილის დაბრუნებაში. საქმეში ჩაერთო ჩერნიგოვის რაიონის პოლიციის არასრულწლოვანთა პრევენციის დეპარტამენტიც.  სწორედ მათ იპოვეს ბელორუსი მედდის განცხადება სოციალურ ქსელში.

სერჰის გზა გრძელი აღმოჩნდა, თუმცა მან მაინც მოახერხა სახლში დაბრუნება.

სერჰი სკოლაში ვერ დადის, რადგან შენობა დანგრეულია. მაგრამ იგი აგრძელებს სწავლას. მისი გამოცდილება რწმენას უძლიერებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. 
სერჰის ერთადერთი ოცნება აქვს - ის გამოცდილება, რაც მან მიიღო, არცერთ უკრაინელ ბავშვს არ განეცადოს.

წყარო: UNIAN
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.