ახალი ამბები
აშშ-მ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა
FaceBook
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ოფიციალურად დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა.
ბაიდენის თქმით, პაკეტი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს.

"მე წარგიდგენთ თავდაცვის ახალ, მნიშვნელოვან პაკეტს, რათა უკრაინის არმიას დროული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება აღმოვუჩინოთ. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც გამოიყო აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, აშშ-ს შეეძლება, გააგრძელოს უკრაინისთვის იმ იარაღების მიწოდება, რომლებსაც ისინი ეფექტურად იყენებენ რუსული შეტევების მოგერიებისთვის.

ეს ახალი პაკეტი მათ შეაიარაღებს ახალი შესაძლებლობებითა და მოწინავე იარაღით, HIMARS-ისა და მისი საბრძოლო იარაღის ჩათვლით, რათა დაიცვან საკუთარი ტერიტორია რუსეთის წინსვლისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს ქვეყნების წინ გაძღოლას თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისთვის ისტორიული დახმარების აღმოჩენის გზაზე",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, დახმარების ახალი, მე-11 პაკეტი $700 მილიონის ღირებულების იქნება.

1 ივნისს ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს მიაწვდიდა.

უკრაინაში 99 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #აშშ
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.