ახალი ამბები
"აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ"
FaceBook
აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ, სწორედ ამან შეუშალა მას ხელი, სწორედ შეეფასებინა უკრაინა თავდასხმამდე,
- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გარდა ამისა, ზელენსკის შეფასებით, პუტინმა გადაჭარბებულად შეაფასა თავისი ჯარი.

„მეჩვენება, რომ პუტინს ბოლომდე არ ესმის, რომ ადამიანებს აქ არ სურთ იყვნენ რუსული სამყაროს ნაწილი, რუსეთის ფედერაციის ნაწილი. ადამიანებს უბრალოდ სურთ იცხოვრონ თავიანთ სახელმწიფოში. მან ასევე, ალბათ, გადაჭარბებულად შეაფასა თავისი ჯარი, მე ასე მგონია“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინას ის გამოცდილებაც ეხმარება, რომელიც მან ომის დაწყებისას ჯერ კიდევ 2014 წელს შეიძინა.

უკრაინაში 95 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

interpressnews
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 3
პირი დააკავეს.
12:22 / 16.08.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 3 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.