ახალი ამბები
რუსეთი სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობს - ბრიტანეთის დაზვერვა
FaceBook
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სახმელეთო ჯარები აგრძელებენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობას.


მათი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს. რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს რამდენიმე დაცულ სექტორზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს დონბასზე სრული კონტროლი არ აქვს.

„რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის ამოცანად, როგორც ჩანს, სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია რჩება. ბოლო დღეებში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის T-62 ტიპის ტანკები რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა. T-62 ტანკები თითქმის დაუცველნი იქნებიან ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ და მათი ყოფნა ბრძოლის ველზე ხაზს უსვამს რუსეთის თანამედროვე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი აღჭურვილობის დეფიციტს,“
- აღნიშნულია ანგარიშში.

უკრაინაში 93 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.