ახალი ამბები
,,საქართველო ომით არაფერს აპირებს'' - პრეზიდენტის მიმართვა აფხაზეთსა და ცხინვალს
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში, ოკუპაციაზე და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.


პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აგრძელებს პროვოკაციას და ავრცელებს დეზინფორმაციას აფხაზეთსა და ცხინვალში, თითქოს, საქართველო ძალით ეცდება ტერიტორიების დაბრუნებას.

,,ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოწვევები არ ცხრება, პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, თითქოს საქართველომ დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას. ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენ წინააღმდეგ. ყველასათვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება დღეს მის მეზობლებს, მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და თუნდაც, სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ, რომ როგორც წარსულში ვქმნიდით ერთად ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი, გთავაზობთ ევროპულ ერთიან მომავალთან შემოერთებას, გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის იდენტობის, კულტურის და ისტორიის პატივისცემას და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია - რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს შედეგს",
- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო დანაშაული არ უნდა დაუშვას და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო ნორმების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ რეაქციას.

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება საქართველოს ყველა ქალაქში.

1918 წლის 26 მაისს, პირველმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 3 წლის შემდეგ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და ჩვენს ქვეყანას 70 წლით წაართვა თავისუფლება. 1991 წლის 9 აპრილს, პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველომ დამოუკიდებლობა ისევ აღადგინა, ამიტომ, 1918 წლის 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ მიიჩნევა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.