ახალი ამბები
"26 მაისს ქართველმა ერმა სამუდამოდ თქვა უარი მონობაზე" - სალომე ზურაბიშვილი
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მან რეკრუტებს სამხედრო ფიცის დადება მიულოცა, რის შემდეგაც მსოფლიო ისტორიულ მომენტში საქართველოს გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის ომის ფონზე, ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ისტორიული შანსი აქვს, რა დროსაც ქართველმა ხალხმა გამბედაობა უნდა გამოიჩინოს, სიფრთხილესთან ერთად.

"საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, თავგანწირვა და ფიცის ერთგულება. თქვენ დღეს ამგვარი ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა ადვილი არაა. 26 მაისს, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება და თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე. 26 მაისი მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღეა არ არის და არც ჩვეულებრივი დღესასწაული, არამედ, დაფიქრების და გააზრების დღე, დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენ თავს ვკითხოთ - ნუთუ, ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას? ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა, აქ თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს, თუმცა, ეს დაფიქრება ცხადია უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას გზაგასაყარზე, ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან ითხოვს პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ხედვას და გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად. ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა, ეს გზა არ გაჩენილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე, ეს გზა ჩვენმა წინაპრებმა გაკაფეს. მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ევროპასაც ვიცავდით. ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას ნიშნავს. დღეს, პირველად, რეალური შანსი გაჩნდა, ამ შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ",
- თქვა პრეზიდენტმა.

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი ერთდროულად გაიმართა თბილისში, დმანისში, მატანში, გუდანში, შემოქმედსა და ფოთში.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს ყველა ქალაქში ტარდება.











Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.