ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში კიდევ ერთი ააიპ ორგანიზაცია იქმნება
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კიდევ ერთი ააიპ ორგანიზაცია იქმნება.

"ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია" - ასე ერქმევა ახალ დაწესებულებას, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე დაფუძნდება. ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია იგივე იქნება, რაც ზედამხედველობის სამსახურს აქვს, ერთადერთი, რასაც ახალი ააიპი შეითავსებს, მუნიციპალური საკუთრების დაცვაა. როგორც ირკვევა, კიდევ ერთი ააიპის შექმნის ერთადერთი რეალური მიზეზი, სამი წლის წინ მერიისგან გამოყოფილი არქიტექტურის სამსახურის თვითმმართველობაში დაბრუნებაა.

"ააიპის შექმნის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, კანონის ფარგლებში მოქცევა და არქიტექტურის სამსახურის დაბრუნება მერიის სტრუქტურაში. ახალ სამსახურს კი, კანონშესაბამისად მანამდე ვერ შევქმნიდით, ვიდრე რომელიმეს არ გავაუქმებდით ან არ შეერწყმებოდა სხვა სამსახურს. გარდა ამისა, ქუთაისის მუნიციპალიტეტში არ ხორციელდება მუნიციპალური საკუთრების დაცვა, რაც ახალი ააიპის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება. თქვენი აზრით, რამდენი სკვერი განადგურდა გაკეთების დღესვე? ამაზეც იქნება პასუხისმგებელი ეს ორგანიზაცია",
- განმარტა ირაკლი გიორგაძემ.

ცვლილების შედეგად, ქუთაისის მერია სამი წლის წინ შექმნილ ა(ა)იპ ,,ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს აუქმებს და ისევ სამსახურად აბრუნებს, რომელსაც "სივრცითი დაგეგმარების და სამშენებლო ნებართვების სამსახური" ერქმევა, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის ლიკვიდირების ხარჯზე, ახალი ააიპი შეიქმნება.

ქუთაისის მერია სამი წელია ვერ გაერკვა, რომელი ჯობია - არქიტექტურის სამსახური თუ არქიტექტურის ააიპი.

ნახეთ ამ თემაზე ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული მასალა:


ეს არ არის ერთადერთი სტრუქტურული ცვლილება, რომელიც დღეს საკრებულოს სხდომაზე რეორგანიზაციის ფარგლებში დაამტკიცეს. მერიის გადაწყვეტილებით, უქმდება საბინაო სამსახური და განყოფილების სახით ინფრასტრუქტურის სამსახურს უერთდება.

ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების კიდევ ერთი გზაა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ადგილობრივი მთავრობა ამით ცდილობს მისთვის არასასურველი კადრები გაუშვას და ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი მხარდამჭერები დაასაქმოს.

"ეს რეორგანიზაცია არ ემსახურება იმას, რომ ქუთაისის მერიის მუშაობა გაუმჯობესდეს. ერთადერთი მოტივაცია არის კონკრეტულად "ქართული ოცნების" ძველი გუნდის წევრები და მათი ახლობლები გაუშვან სამსახურებიდან და ახალი მერის და ახალი გუნდის მხარდამჭერები მოიყვანონ", - ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მაისში უნდა დასრულდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.